Reuters - პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მიერ მინიჭებული ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი გაასაჩივრა

პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მიერ მინიჭებული ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი გაასაჩივრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ქალაქ კიოლნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საშინაო სადაზვერვო სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

შეგახსენებთ, გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გასულ პარასკევს გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, სააგენტოს საშუალება ეძლევა პარტიის მონიტორინგი გააძლიეროს.

„ეთნიკურ და წარმომავლობაზე დაფუძნებული კონცეფცია რომელიც პარტიაში დომინანტურია, არ შეესაბამება თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგს. მისი მიზანია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების საზოგადოებაში თანაბარი მონაწილეობის აღკვეთა, მათ მიმართ ისეთი მოპყრობა რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს