ანონსი  6 მაისი

6 მაისს, 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი, მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

6 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

6 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

6 მაისს, 11:00 საათზე, გენერალურ პროკურატურასთან 2022 წლის, 21 სექტემბერს, საკუთარ მაღაზიაში იარაღით მოკლული, აიდინ ჰამზაევის ოჯახი აქციას გამართავს. საკონტაქტო: მუხრან ღურწკაია - 558 68 56 46

6 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ფქვილის მწარმოებლების ახალი ინიციატივები ბაზარზე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად: რატომაა საჭირო ფქვილის მარკირება, წისქვილკომბინატების რეესტრის შექმნა და პურის ინდექსის გამოთვლა.

ქართული და რუსული, პირველი ხარისხის ფქვილის ლაბორატორიულად შემოწმების და შედარებას საკითხი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

6 მაისს, 14:00 საათზე, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ოფისში" (სააკაძის დაღმართი), "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: მეგობარი აქტის მიღება

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 1

საკ: ანუკა გაბელია 551 633 644

6 მაისს, 16:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიულის პროფესიის წარმომადგენლები საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან. ასევე, დიპლომატიური კორპუსი და სახელისუფლებო წრეები.

მის: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N 1 (ადვოკატთა ასოციაცია)

საკონტაქტო: 555 45 10 01

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება