მალხაზ ურთქმელიძე პატიმრის გარდაცვალებაზე - კვლევით ნანახი იყო უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე - მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ ურთქმელიძე პატიმრის, იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

მისი განმარტებით, კვლევით სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა ნანახი იყო ინტრაპარერქიმული, უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე.

ურთქმელიძის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი გახდება ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ, ის თხოვნით მიმართავს ყველას, შეიკავონ თავი წინასწარი დასკვნებისაგან და მოუწოდებს, შეწყვიტონ მანიპულირება.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით გვსურს გავაკეთოთ დამატებითი განმარტებები.

როგორც უკვე გაჟღერდა, ამა წლის 23 იანვარს საკანში ბრალდებულს აღენიშნა მაღალი არტერიული წნევა, უგონო მდგომარეობაში იგი ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ, დაეცა, სხვა დამატებითი დეტალები გამოძიების საგანია. გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გარეგანი დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ეჭვი იქნა მიტანილი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

შეყვანისას დაფიქსირებულ იქნა, მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა წარბის არეში, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით, განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცით გვერდით მყოფ რკინის მაგიდას.

კლინიკაში ჩატარებული მაღალტექნოლოგიური კვლევებით, კერძოდ, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ნანახი იყო თავის სარქვლისა და ფუძის ძვლების დაზიანებები. ანუ, მხოლოდ და მხოლოდ მაღალტექნოლოგიური კვლევებით იქნა ნანახი აღნიშნული დაზიანება. ვიზუალურად, რა თქმა უნდა, აღნიშნული დაზიანებები არ ვლინდებოდა.

ერთი საინტერესო დეტალიც, იგივე კვლევით სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა ნანახი იყო აგრეთვე ინტრაპარერქიმული, ანუ უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე.

ახლა რაც შეეხება, პრესაში გაჟღერებულ და გამოაშკარავებულ ე.წ. დიაგნოზებს - სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ ე.წ. ფორმა 100 წარმოადგენს, კლინიკის საბოლოო დასკვნას, დოკუმენტს, სადაც ასახულია ყველა დიაგნოზი, როგორც თანმხლები, ასევე მკურნალობის პროცესში განვითარებული გართულებები. თქმა, რომ შესვლისას იყო ეს დიაგნოზები, რა თქმა უნდა, აბსურდია.

საბოლოო დასკვნა, ისევე როგორც გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ, ასევე გამოძიების დამთავრების შემდეგ. ამიტომ ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისაგან. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ვთხოვთ და მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით”, - აღნიშნავს ურთქმელიძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის