საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ ნანა სამსონიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის - ნანა სამსონიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი ნანა სამსონია - გამორჩეული მეცნიერი და ღვაწლმოსილი პედაგოგი, ერთგულად რომ ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ზრდიდა პროფესიონალთა თაობებს, უშურველად გასცემდა სიკეთესა და სიყვარულს.

პროფესორი ნანა სამსონია 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრაზე, 1993-2021 წლებში კი ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის „ენერგეტიკის ეკონომიკისა და მენეჯმენტის“ სასწავლო სამეცნიერო მიმართულებას. მისი ავტორობით გამოიცა არაერთი სახელმძღვანელო, მათ შორის: „ენერგეტიკის ეკონომიკა, დაგეგმვა და მენეჯმენტი“, „საბაზრო ეკონომიკა“ და „ენერგეტიკის ფინანსების მენეჯმენტი“, 2003 წელს კი, მისი თანაავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოს - „სათბობენერგეტიკული კომპლექსის საწარმოთა ეკონომიკა“ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია მიენიჭა.

წლების მანძილზე ნანა სამსონია „ნოუ-ჰაუს“ ფონდის პროექტებში მონაწილეობდა. სწორედ მისი უშუალო ჩართულობით შემუშავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების ევროპულ სტანდარტზე გადასვლის გეგმები და პროგრამები, შეიქმნა ბოლონიის პროცესის შემადგენელი კომპონენტების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენებასთან დაკავშირებული მითითებები.

უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით ძვირფას კოლეგას და უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ქალბატონი ნანას ოჯახს, ენერგეტიკის ფაკულტეტს, მის მეგობრებსა და აღზრდილებს.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს