ლაშა ხუციშვილი - საქართველო აგრძელებს ADB-სთან წარმატებულ თანამშრომლობას - გვჯერა, პრიორიტეტულ სფეროებში მომავალი თანამშრომლობის

ჩვენ გვჯერა, პრიორიტეტულ სფეროებში საქართველოსა და ADB-ის მომავალი თანამშრომლობის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „აზიის განვითარების ბანკის“ ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და ADB-სთან თანამშრომლობის პორტფელი დაახლოებით 5.1 მილიარდ დოლარს მოიცავს, რაც მიმართულია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

„საქართველო აგრძელებს ბანკთან წარმატებულ თანამშრომლობას დივერსიფიცირებული პორტფელის მეშვეობით (დაახლოებით 5.1 მილიარდი დოლარის) საჯარო და კერძო სექტორებისთვის. ჩვენ გვჯერა, პრიორიტეტულ სფეროებში საქართველოსა და ADB-ის მომავალი თანამშრომლობის. ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა; განახლებადი ენერგიის გაზრდილი გამომუშავებით; ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შემნახველი ბატარეებით; შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტი; საგზაო და ციფრული კავშირების ინფრასტრუქტურა; წყლის, ასევე მუნიციპალური მომსახურების ინფრასტრუქტურა; კორპორაციული მმართველობის რეფორმა; ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება და ისეთი ინოვაციების დანერგვა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი - არის ჩვენი დღის წესრიგის პრიორიტეტული მიმართულებები“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 58-ე ყოველწლიური შეხვედრები მილანში 4-7 მაისის პერიოდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა - „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის შენება”.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი მილანიდან იუწყება, დღეს მმართველთა საბჭოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რითაც სამუშაო შეხვედრები ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.

ჩატარდა მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესია, შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ADB-ის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები.

საქართველოს სახელით განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს