აკაკი ბობოხიძე - 26 მაისს დიდი ღონისძიება უნდა იყოს - დასავლეთს უნდა დავანახოთ, რომ უწყვეტი პროტესტის გარდა არსებობს, ხალხმრავალი პროტესტიც

დღეს ჩვენ, „წინააღმდეგობის პლატფორმას“ გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, რომლებიც, პრაქტიკულად, აორგანიზებენ იმას, რაც დღეს რუსთაველზე ხდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 26 მაისს უნდა გაიმართოს დიდი ღონისძიება, სადაც დასავლელმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ უწყვეტი პროტესტის გარდა, ქვეყანაში ხალხმრავალი პროტესტიც იმართება.

„რუსთაველზე რაც ხდება, იმას არცერთი პოლიტიკური პარტია არ აორგანიზებს, მხოლოდ ვმონაწილეობთ. ეს არის, ერთის მხრივ, ამ პროტესტის ძალაც იმიტომ, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ეყოფოდა იმის რესურსი, მათ შორის, ფინანსურიც იმისთვის, რომ 150 დღეზე მეტი ყოფილიყო პროტესტი, ამიტომ, დღეს ითქვა, რომ საორგანიზაციო კომიტეტში უპირატესობა და ორგანიზება სწორედ ამ ჯგუფებმა უნდა გააკეთონ.

26 მაისს დიდი ღონისძიება უნდა იყოს. ჩვენ გვინდა, ქართველმა ხალხმა დაანახოს, ვისთან ერთად ზეიმობს და 26 მაისი ვისი ზეიმია, ვინ ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს და ვის მიჰყავს ეს ქვეყანა ნამდვილი დამოუკიდებლობისაკენ.

დაუკვირდით, რას პროპაგანდირებს დღეს „ქართული ოცნება“ - ევროკავშირში გაწევრიანება არის თურმე სუვერენიტეტის დათმობა, ხოლო ესენი თურმე სრული სუვერენიტეტის მომხრეები არიან და საპირწონედ როგორ დებენ, რა უნდა ქართველ კაცს - ქვეყნის ნამდვილი, სრული სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა თუ რომელიღაც კავშირში, თუნდაც ევროკავშირში გაწევრიანება და ამ დროს ყველაზე დიდი სიყალბე იცით რაში იმალება? – 1921 წელსაც კი, რუსებმა გვაიძულეს და ხელი მოგვაწერინეს ნეიტრალიტეტზე და საქართველოს ხელისუფლებამ ინგლისის საექსპედიციო ჯარებს მოსთხოვა საქართველოს ტერიტორიის დატოვება აი, ამ საიდუმლო მუხლზე, რუსეთთან დადებულზე, ეს არ იყო ღია მუხლი. როგორც კი საქართველო გათავისუფლდა სხვა ქვეყნის ჯარებისაგან, რუსეთმა საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან სამ დღეში საქართველო დაიპყრო. ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ და ვუთხრათ ხალხს, რომ ე.წ. სრული სუვერენიტეტი ანუ არავისთან ურთიერთობა და არავისთან კოალიციაში ყოფნა ნიშნავს, რომ ადვილი ლუკმა ვხდებით რუსეთისთვის, პირდაპირ რუსეთის შემადგენლობაში გადასვლას ნიშნავს.

მე მიმაჩნია, რომ 9 მაისი არის ევროპის დღე. ევროპის დღე უნდა აღვნიშნოთ იმ ადამიანებმა, ვინც ვართ ევროპის მომხრე და სწორედ ჩვენ ვართ ამავე დროს 26 მაისის, ანუ საქართველოს სრული სუვერენიტეტის მომხრეები. ეს ორი რამ ერთმანეთს ავსებს, ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგება.

არსებობს უწყვეტი პროტესტი, რომელიც აღარ არის უკვე ხალხმრავალი, ამიტომ, ჩვენ დასავლეთს უნდა დავანახოთ, რომ უწყვეტი პროტესტის გარდა არსებობს, ასევე, ხალხმრავალი პროტესტიც“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში