საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ტროფიმოვმა თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში გამოაცხადა.

„ქართველების ქვეყანაში ჩემი მოგზაურობა დასრულდა“, - დაწერა ტროფიმოვმა „ფეისბუქზე“.

სააგენტო წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადეს, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის შეცვლას გეგმავდნენ და ტროფიმოვის გაწვევა დაგეგმილი როტაციის ნაწილი იყო. ამავდროულად, რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ტროფიმოვის მიერ გაწეულ სამუშაოს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობის მიზნით, დადებითად აფასებდნენ.

დიმიტრი ტროფიმოვი აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლის იანვრიდან იკავებდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს