აქტივისტი აცხადებს, რომ ლიფტთან „წიწაკის სპრეი“ და საღებავი შეასხეს

აქტივისტი აცხადებს, რომ „წიწაკის სპრეი“ და საღებავი შეასხეს.

როგორც აქტივისტი ნუცა მახარაძე სოციალურ ქსელში წერს, ერთი პირი მას და მის მეგობარს ლიფტის კართან დახვდა, ე.წ. წიწაკის სპრეი და საღებავი შეასხა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

„ერთი თვეა მე და ქეთის დაგვდევენ, 15 წუთის წინ ლიფტის კართან დაგვხვდა ერთი არარაობა და წიწაკის სპრეი და საღებავი შეგვასხეს" , - წერს მახარაძე "ფეისბუქზე", რომელსაც ვიდეოს ურთავს და დასძენს, რომ ამავე პირმა მიაძახა, "ნაცი" და აგინა.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ, რადგან სახეზე დამწვრობა აქვთ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს