კონგრესმენი ბრაიან მასტი - საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობა შეარყია „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე, ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით - "MEGOBARI აქტი“ ქართველ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს

„MEGOBARI აქტი“ ქართველ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობა შეარყია „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე, ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით.

„საქართველო ნატო-ს წევრობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ. აშშ სარგებლობდა სამხედრო და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობით და საქართველოს მოსახლეობა თავისი პროამერიკული განწყობებით ცნობილია. საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა შეარყია მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით. პროდასავლური დემოკრატიული საქართველოს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები აშკარაა. საქართველოს შავ ზღვაზე მდებარეობის გამო, ის შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს და შეიძლება რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენის გამაწონასწორებელ ძალად იქცეს“, - განაცხადა ბრაიან მასტმა.

ბრაიან მასტმა კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ეს კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივას სთავაზობს. როგორც კი პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ საქართველო დაუბრუნდა თავის პროდასავლურ კურსს, კანონპროექტი ითვალისწინებს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობასა და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარტნიორები კარგი საქციელისთვის უნდა დააჯილდოოს. ეს კანონპროექტი ქართველ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს