მოსკოვის მერი - საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით თავდასხმა მოიგერიეს, განადგურებულია 19 დრონი

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 19 დრონი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მიმავალი ხუთი დრონის თავდასხმა მოიგერიეს“, - დაწერა მერმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია კიდევ 14 დრონის ჩამოგდების შესახებ.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები კაშირსკოეს გზატკეცილზე ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, სერიოზული ნგრევა ან მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, „შერემეტიევოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

ამასთან, შეზღუდვები დააწესეს "დომოდედოვოსა" და "ჟუკოვსკის" აეროპორტებში, სამარას ოლქის „კურუმოჩის“ აეროპორტში, კალუგის, ვოლგოგრადისა და სარატოვის აეროპორტებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს