პიტ ჰეგსეთი სამხედრო მაღალჩინოსნების შემცირებას გეგმავს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა ოთხვარსკვლავიანი ოფიცრების რაოდენობის 20%-ით შემცირების ბრძანება გასცა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასევე მინიმუმ 20%-ით შემცირდება გენერლების რაოდენობა ეროვნულ გვარდიაში და დამატებით 10%-ით შემცირდება გენერლების და ადმირალების რაოდენობა მთელ არმიაში.

„მეტი გენერალი და ადმირალი მეტ წარმატებას არ იწვევს“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

მისი განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებები მაღალი რანგის ოფიცრების დასასჯელად განკუთვნილი ნაბიჯი არ არის და ეს არის განხილვის პროცესის შედეგი, რომელიც განხორციელდა გაერთიანებული შტაბების უფროსებთან კოორდინაციით და მიზნად ისახავს სამხედროების მზადყოფნისა და ეფექტურობის მაქსიმიზაციას პოტენციური კონფლიქტისთვის.

Bloomberg-ი წერს, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ შეთავაზებული ასეთი ცვლილებები კონგრესის მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს.

ცნობისთვის, კონგრესის კვლევითი სამსახურის 2024 წლის მარტის ანგარიშის თანახმად, აშშ-ში, 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, 37 ოთხვარსკვლავიანი ოფიცერი იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს