რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიასა და მის მრევლს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიასა და მის მრევლს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანის, საქართველოსთვის გამორჩეულად პატივსაცემი წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა.

„წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში დაიბადა. იგი რომის იმპერატორის, დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო. კერპთაყვანისმცემელმა დიოკლეტიანემ წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მრავალი ტანჯვა-წამების, მათ შორის - ურმის თვალზე გაკვრის შემდეგ, წმინდანს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!