რუსებმა ხარკოვს დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს, „ბარაბაშოვოს“ ბაზარში ხანძარი გაჩნდა, დაშავდა 11 ადამიანი

რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის უდიდეს „ბარაბაშოვოს“ ბაზარში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები, დაშავდა 11 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა ქალაქის ოთხ რაიონს „გერან-2“ ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ქალაქის უდიდეს ბაზარში, „ბარაბაშოვოში“, ხანძარი გაჩნდა“, - წერს სინეგუბოვი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის ოლქს, საერთო ჯამში, 8 მართვადი საჰაერო ბომბით, 8 FPV დრონით და „გერან-2“ ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.

სინეგუბოვის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად, იზიუმში დაზიანდა 14 კერძო სახლი, კუპიანსკში - 2 კერძო სახლი, საწყობი და 2 ავტომობილი და ხარკოვში- 8 კერძო სახლი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს