აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) პროფესორის დავით ბოსტოღანაშვილისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნუგზარ სურგულაძის ავტორობით ახალი სახელმძღვანელო „რომის სამართლის საფუძვლები“ გამოიცა, რომლის პრეზენტაცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, ასევე რომის სამართლით დაინტერესებული პირებისთვის.

ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა და ავტორებს სახელმძღვანელოს გამოცემა მიულოცა. სახელმძღვანელოს შესახებ ისაუბრეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ზვიად როგავამ, პროფესორმა ზუხრა მაცაბერიძემ, პროფესორმა დავით ჩერქეზიშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვევს მის პრაქტიკულ ღირებულებას როგორც დარგისთვის, ასევე ახალი გამოცემის მნიშვნელობას საუნივერსიტეტო საქმიანობისთვის.

სახელმძღვანელოს პრეზენტაციას აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა