პეტრე ცისკარიშვილი - ამერიკელმა მეგობრებმა „MEGOBARI აქტით“ გიორგობა მოგვილოცეს - აქ ბევრი პუნქტია, რომლითაც აშშ გვერდში დაუდგება საქართველოს, თუ საქართველო ამ არჩევანს გააკეთებს

ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და კოლეგებმა ვაშინგტონიდან გიორგობის დღესასწაული მოგვილოცეს „MEGOBARI აქტით“ - რა თქმა უნდა, „ქოცებისა“ და ბიძინა ივანაშვილის პირობებში შეუძლებელია საქართველო დასავლეთ სამყაროს განუყოფელი ნაწილი და აშშ-ს მეგობარი იყოს, რადგან ამ ადამიანებს სხვა პრიორიტეტები და სხვა საგარეო ორიენტირები აქვთ,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, „MEGOBARI აქტი“ მიზნად საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას ისახავს - უსაფრთხოების, დემოკრატიისა განმტკიცების და ეკონომიკური კუთხით, რომ საქართველო წარმატებული, სწრაფად მზარდი და განვითარებული ქვეყანა იყოს, რომელიც რეგიონში აშშ-ის პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა იქნება.

„მმართველი გუნდისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მომავალ პერსპექტივებს ძირს უთხრიან - აშშ-თან მეგობრობისა და პარტნიორობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების კუთხით - მათთვის სასიამოვნო აქტი ნამდვილად არ არის, რადგან სწორედ ამ ადამიანების სანქცირებაზეა საუბარი. გაწერილია - ვინ, როგორ და რა ფორმით უნდა დასანქცირდეს. „MEGOBARI აქტი“ იმიტომ არის მეგობარი, რომ ის კარგად და პოზიტიურადაა განწყობილი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენი ბრძოლის, თავდადების და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მდგრადობისა და განმტკიცების მიმართ ისევე, როგორც საქართველოს უსაფრთხოების მედეგობის განმტკიცების კუთხით, აქტში ბევრი პუნქტია, რომლის მეშვეობითაც აშშ გვერდში დაუდგება და მხარს დაუჭერს საქართველოს, თუ საქართველო ამ არჩევანს გააკეთებს.

რა თქმა უნდა „ქოცებისა“ და ბიძინა ივანაშვილის პირობებში შეუძლებელია საქართველო დასავლეთ სამყაროს განუყოფელი ნაწილი და აშშ-ის მეგობარი იყოს, რადგან ამ ადამიანებს სხვა პრიორიტეტები და სხვა საგარეო ორიენტირები აქვთ აღებული და არჩეული“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს