გერმანიის ბუნდესტაგი დღეს ახალ კანცლერს აირჩევს

გერმანელი კანონმდებლები დღეს ქვეყნის ახალ კანცლერს აირჩევენ, რომელიც დიდი ალბათობით, ფრიდრიხ მერცი გახდება.

მედიის ინფორმაციით, მერცმა კანცლერის თანამდებობაზე დასანიშნად გერმანიის პარლამენტის 630-ადგილიან ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში 316 ხმა უნდა მიიღოს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კენჭისყრის შემდეგ მერცი ბელვიუს სასახლეში, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართება, სადაც თანამდებობაზე დანიშვნის დოკუმენტებს მიიღებს, შემდეგ კი ბუნდესტაგში დაბრუნდება ფიცის დასადებად.

ამის შემდეგ მერცი და მისი გუნდი მთავრობის პირველ სხდომას გამართავენ.

გამოცემა წერს, რომ ახალ მთავრობაში ვიცე-კანცლერისა და ფინანსთა მინისტრის პოსტს „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ლარს კლინგბეილი დაიკავებს, საგარეო საქმეთა მინისტრი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრი, იოჰან ვადეფული გახდება, რომელიც ბუნდესტაგში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ფრაქციის“ თავმჯდომარის მოადგილეა, თანამდებობას შეინარჩუნებს თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი, ბორის პისტორიუსი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ბუნდესტაგის წევრი ალექსანდრე დობრინდტი დაიკავებს, რომელიც ანგელა მერკელის კანცლერობის დროს ტრანსპორტის მინისტრი იყო, იუსტიციის მინისტრი ყოფილი მოსამართლე და პროკურორი, სტეფანი ჰუბიგი გახდება, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას კი ბუნდესტაგის ყოფილი წევრი, კატერინა რაიშე დაიკავებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის