მუნიციპალური განვითარების ფონდს ბექა ურუშაძე უხელმძღვანელებს

ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის წარდგინებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბექა ურუშაძე დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

მათი ცნობით, ბექა ურუშაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, დავით ტაბიძე შეცვალა.

„ბექა ურუშაძე არის ეკონომისტი და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დოქტორი (PhD). ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებში მიღებული აქვს საერთაშორისო პროექტების მენეჯერის, ბიზნესისა და ფინანსების მართვის პროფესიული განათლება.

ბექა ურუშაძეს გააჩნია კერძო და საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იკავებდა კომერციული ორგანიზაციების მმართველის პოზიციებს. იყო კომპანია „ურუს ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი, Space Neobank-ის ("თიბისი ჯგუფი", LSE: TBCG) პარტნიორი და საერთაშორისო ექსპანსიის ხელმძღვანელი, “კრედო ბანკის” ციფრული ბანკისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, VisionFund International-ის ბიზნეს-ანალიტიკოსი. ასევე, სხვადასხვა წლებში იყო World Vision International საქართველოს წარმომადგენლობის საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი და World Vision International აშშ-ს ოფისში ბიზნეს-ანალიტიკოსი.

2011-2012 წლებში, ბექა ურუშაძე, იყო პროექტის მენეჯერი საჯარო სექტორის ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტში (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო), 2013 წლიდან - მრჩეველი საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში და მრჩეველი ამავე საკითხებში - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს