ანჯეი დუდა - თუ ვინმეს შეუძლია აიძულოს ვლადიმერ პუტინი მშვიდობა დაამყაროს, ეს არის ამერიკა და მისი პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, დონალდ ტრამპს აქვს საშუალებები იმისთვის, რომ რუსეთი აიძულოს, მშვიდობა დაამყაროს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ტრამპი ერთადერთია, ვისაც შეუძლია აიძულოს პუტინი, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

„ამერიკას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ეკონომიკური ინსტრუმენტი, რათა აიძულოს რუსეთი, პატივი სცეს გარკვეულ ქმედებებს. ასე რომ, თუ ვინმეს შეუძლია აიძულოს ვლადიმერ პუტინი მშვიდობა დაამყაროს, ეს არის ამერიკა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, - აღნიშნა დუდამ.

მისი თქმით, პუტინთან ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპმა „რეალობა დაინახა“ და მას აქვს „სათანადო ინსტრუმენტები პუტინის ფუნდამენტური ინტერესების დასაბლოკად“.

„მას შეუძლია დაინახოს, რა პოზიცია აქვს და რამდენად არის მზად ომის დასრულებასთან დაკავშირებით სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს საშუალებები, რომ რუსეთს დამორჩილება აიძულოს. ზოგიერთი ეს საშუალება შეიძლება იყოს ძალიან რადიკალური, ძალიან მკაცრი, განსაკუთრებით სხვადასხვა ეკონომიკური ინსტრუმენტი. მაგრამ მე მჯერა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეძლებს მათ განხორციელებას“, - აღნიშნა დუდამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის