ანა ბუჩუკური - „ოცნება“ ამბობდა, რომ მოვიდოდა 20 იანვარი და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ამას ტრამპი იტყოდა, თუმცა 3 თვე გავიდა და ვიხილეთ ორპარტიული აქტი - ეს აშშ-ს მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია

„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ მოვიდოდა 20 იანვარი და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ამას ტრამპი იტყოდა. თუმცა, მას შემდეგ 3 თვე გავიდა და ვიხილეთ ორპარტიული აქტი, რომლის წარმდგენი არის „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი. ეს არის ორპარტიული მიდგომა იმ მავნებლობაზე, რასაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ უკვე ამდენი წელია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია.

“ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის კონგრესის ქვედა პალატა იღებს ასეთ მკაცრ საკანონმდებლო აქტს, გარდა იმისა, რომ ეს არის საკანონმდებლო აქტი, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი. მას მხარი დაუჭირა 349 კონგრესმენმა, ხოლო 42 კი წინააღმდეგი იყო. ეს რიცხვები მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის ფაქტობრივად სრული მხარდაჭერა. ეს არის ორპარტიული აქტი.

ამასთან, ყველამ კარგად დაინახა „ ქართული ოცნების“ პროპაგანდა და ტყუილი ტრამპის მოსვლასთან დაკავშირებით. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე არის ის, რომ „ოცნების“ უსუსურობამ და მავნებლობამ ამ შედეგამდე მიგვიყვანა. მათ მეგობრები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ, გადაგვკიდა. ეს არის ქვეყნის ღალატი. ქვეყანა რჩება იზოლირებული.

მაქვს მოლოდინი, რომ „მეგობარი აქტის“ აშშ-ში მიღებას აუცილებლად მოჰყვება გადამდები ეფექტი ევროპაშიც. ევროკავშირში, მოგეხსენებათ, ისტორიულად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა პოზიცია აქვთ საფრანგეთსა და გერმანიას. იმის გამო, რომ გერმანიაში ახალი მთავრობა ჰყავთ და შიდა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ამის შემდეგ კი ისინი „მოიცლიან“ საქართველოსთვის,“ - განაცხადა მან.

რაც შეეხება სხვა თემებს, მათ შორის „წინააღმდეგობის პლატფორმას“ და სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე კონსულტაციებს, ანა ბუჩუკურის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობას არ გეგმავს, თუმცა, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის სულისკვეთებას სრულად იზიარებს.

„ჩვენი პარტიის თანამშრომლობა სალომე ზურაბიშვილთან 2 საკითხით შემოიფარგლება. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი და ევროპული პერსპექტივის გადარჩენა და ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი. შესაბამისად ამ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე ვართ აბსოლუტურად ღია. რაც შეეხება 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს, ჩვენ ორგანიზაციულ ნაწილში არ ვიღებთ მონაწილეობას, თუმცა რა თქმა უნდა, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ,“ - განაცხადა მან.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო