ახალი ეტაპი პრემიუმ საბანკო მომსახურებაში | პირველად საქართველოში, Mastercard და სტუდიო ლიბერთი Black Edition ბარათს წარადგენენ

Mastercard და ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულება, სტუდიო ლიბერთი, მომხმარებელს პრემიუმ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტს სთავაზობენ - Top|Card Black Edition საქართველოში Mastercard-ის პირველი საკრედიტო ბარათია, რომელიც შექმნილია პრემიუმ სერვისებზე ორიენტირებული მომხმარებლებისთვის და აერთიანებს ფინანსურ და სამოგზაურო უპირატესობებს.

ლიბერთი თავის მომხმარებელს Top|Card-ს ერთი წელია რაც სთავაზობს და მოიცავს თანხის უპროცენტოდ გადანაწილების ფუნქციას 3000+ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში. ხოლო Top|Card Black Edition, ლიბერთის პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, დამატებით მიიღონ წვდომა შოპინგისა და მოგზაურობის პრემიუმ გამოცდილებაზე - გლობალური კონსიერჟ სერვისები, ლაუნჯები, სადაზღვევო მომსახურებები და სპეციალური შეთავაზებები.

„Mastercard-ში ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც არამხოლოდ გადახდის ინსტრუმენტებს სთავაზობს მომხმარებლებს, არამედ ემსახურება ცხოვრების სტილის ამაღლებას. Top|Card Black Edition სწორედ ამ იდეას გამოხატავსესაა ბარათი, რომელიც გაძლევთ წვდომას პრემიუმ გამოცდილებებზე, დაუვიწყარ თავგადასავლებსა და შეუფასებელ მომენტებზე - დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.

“ლიბერთის უნივერსალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, პრემიუმ სეგმენტისთვის სერვისებისა და პროდუქტების განვითარება, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ Mastercard-თან პარტნიორობით, სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ World Black Edition ბარათით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ამ პროდუქტის დანერგვაში ჩართულ ყველა გუნდს” - ნინო ჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი

„მოხარულები ვართ, რომ სწორედ სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები შეძლებენ World Black Edition-ის პირველად გამოყენებას. Top|Card Black Edition-ის მფლობელებისთვის, მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი მრავალფეროვანი შეთავაზებები, სამოგზაურო ბენეფიტები, სპეციალური კამპანიები და რა თქმა უნდა, საბანკო მომსახურების ახლებური გამოცდილება, რომლითაც სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ. - ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ბარათით სარგებლობისას ხელმისაწვდომი იქნება Mastercard World Black Edition-ის მუდმივი სამოგზაურო უპირატესობები:

  • 10 უფასო Lounge Key ვიზიტი (ბარათით დახარჯული თანხის მიუხედავად, 1200+ ლაუნჯში)
  • 10 Fast Track სერვისი საერთაშორისო აეროპორტებში
  • 1GB FlexiRoam მობილური ინტერნეტი საჩუქრად + 15% ფასდაკლება დამატებით მეგაბაიტებზე
  • სამოგზაურო დაზღვევა, მათ შორის რეისის გადადების ან ბარგის დაკარგვის შემთხვევაში

დეტალური ინფორმაცია Top|Card Black Edition-ის უპირატესობების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: studioliberty.ge

Top|Card Black Edition-ის სპეციალური შეთავაზებების ფარგლებში, პირველი პარტნიორი საქართველოში პლატფორმა tkt.ge იქნება. ერთობლივი კამპანია ზაფხულის სეზონს მიეძღვნება და ბარათის მფლობელებს, 13-31 მაისს ავიაბილეთის შეძენისას, საფასურის ხარჯის 3 თვეზე გადანაწილებას და დამატებით 200 ლარიან ქეშბექს შესთავაზებს.

ლიბერთის სტანდარტული Top|Card-ის მფლობელები, სტუდიო ნაკრების შეძენისთანავე შეძლებენ Black Edition-ით სარგებლობას. ხოლო მას, ვისაც ჯერ არ აქვს Top|Card, შეუძლია მარტივად გახდეს სტუდიოს წევრი და დაიმტკიცოს სასურველი ლიმიტი ბარათზე.

გახდი სტუდიო

სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა — პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას როგორც პირადი, ასევე ბიზნეს ფინანსებისთვის. ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.

www.studioliberty.ge

აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი

(R)

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს