რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი შეასრულებს

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი შეასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

Associated Press-ის ცნობით, რუმინეთის დროებითმა პრეზიდენტმა, ილიე ბოლოჟანმა მარჩელ ჩოლაკუს მიერ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ქვეყნის დროებითი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, კატალინ პრედოიუ დანიშნა.

რუმინეთის მმართველ კოალიციაში შემავალი „ნაციონალური ლიბერალური პარტიის“ წევრი, კატალინ პრედოიუ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე შეასრულებს.

შეგახსენებთ, გუშინ რუმინეთის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, მარჩელ ჩოლაკუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ რაც, 4 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მმართველი კოალიციის კანდიდატი დამარცხდა.

„ეს კოალიცია ლეგიტიმური არ არის, რადგან მისი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა“, - განაცხადა მარჩელ ჩოლაკუმ.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება ნაციონალისტმა კანდიდატმა, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა დაახლოებით 41%-ით მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი გავიდა, ხოლო მმართველი კოალიციის კანდიდატმა, კრინ ანტონესკუმ მესამე ადგილი დაიკავა.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია