პარლამენტის კომიტეტები 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშს ისმენს

პარლამენტის კომიტეტები 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშს ისმენს.

დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

კაკაურიძის განცხადებით, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9,3% შეადგინა. ამავე პერიოდში საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 1,7%-ის დონეზეა. რაც შეეხება საგარეო სექტორს, პირველ კვარტალში, საქონლით საგარეო ვაჭრობამ 5 მილიარდ 618 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 16,1%-ით აღემატება. აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 401 მილიონი დოლარი იყო, ხოლო იმპორტის მაჩვენებელმა 4 მილიარდ 217 მილიონი დოლარი შეადგინა.

მისივე თქმით, ტურიზმის მიმართულებით არის მცირედი ზრდა.

“დაახლოებით 1.3%-ია ვიზიტორების კუთხით ზრდა. პირველ კვარტალში მილიონ 172 000 ვიზიტორი იყო საქართველოში. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 826 მილიონი დოლარი შეადგინა და გასული წლის პირველ კვარტალს 2.3%-ით აღემატება “, - განაცხადა კაკაურიძემ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს, კაკაურიძის ინფორმაციით, შემოსავლების სახით მიღებულ იქნა 5 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი, რაც დაგეგმილთან შედარებით 102.1%-ით არის შესრულებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს