ზურაბ ჯაფარიძე „MEGOBARI აქტზე“ - ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, ბოლომდე გავა, შემდეგ ამოქმედდება და ამის სუსხს ამ ქვეყანაში ყველა „ქოცი“ იგრძნობს

ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, ბოლომდე გავა, შემდეგ ამოქმედდება და ამის სუსხს ამ ქვეყანაში ყველა „ქოცი“ იგრძნობს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, „ამ კანონპროექტით პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამერიკის შეერთებული შტატების მტრად არის გამოცხადებული“.

„ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი გავიდა გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ ქვედა პალატაში მოხდა კენჭისყრა, მაღალი მხარდაჭერა, რომელიც ამ კანონმა მიიღო, აჩვენებს ცხადად, რომ ამ კანონს არ ექნება დაცვის პრობლემა არც სენატში და მას მოაწერს ხელს პრეზიდენტი ტრამპი. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ახალი ადმინისტრაცია დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოში არსებულ რეალობასთან და არსებულ რეჟიმთან მიმართებით. კანონპროექტის სულისკვეთება ცალსახაა, მიზნებში პირდაპირ წერია, რომ ეს კანონპროექტი მიმართულია საქართველოში რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენებთან დასაპირისპირებლად. კანონპროექტი ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადებას ითვალისწინებს. ერთი, ეს არის ანგარიში იმის თაობაზე, თუ რა აქტივებს ფლობს საქართველოში რუსეთის ფედერაცია და ამ შემთხვევაში საუბარი უძრავ ქონებაზე არ არის, საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მუშაობენ და მეორე, ეს არის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული დოკუმენტი, როგორ უნდა გადაიხედოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. ამ კანონპროექტით პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელიც დღეს ამ ქვეყანას მართავს, ამერიკის შეერთებული შტატების მტრად არის გამოცხადებული, ამერიკის შეერთებული შტატების მტრებს რა ემართებათ, ნებისმიერს შეუძლია ნახოს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, გავა ბოლომდე, შემდეგ ამოქმედდება და ამის სუსხს იგრძნობს ყველა „ქოცი“ ამ ქვეყანაში. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტპატიმრის სტატუსით ზის ციხეში, ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველ საღამოს გამოდის რუსთაველის გამზირზე და სხვადასხვა ტიპის აქციებში იღებს მონაწილეობას. ამ 5-თვიანმა პროტესტმა, აქციებმა და თავისუფლების ბრძოლამ ეს შედეგი მოიტანა, რაც გუშინ ვნახეთ. 9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით აქციაა დაგეგმილი, სხვადასხვა ლოკაციიდან ეწყობა მსვლელობები, „კოალიციის“ მსვლელობა „ავლაბრის“ მეტროდან 17:00 საათზე დაიწყება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო