ლაშა ხუციშვილი „MEGOBARI აქტზე“ - ცალსახად არამეგობრული ნაბიჯია - მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს

რაც არ უნდა სახელი ჰქონდეს ამ აქტს, ცალსახად არამეგობრული ნაბიჯია, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერას.

ამასთანავე, ხუციშვილი იმედს გამოთქვამს, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი საბოლოოდ კანონის სახეს არ მიიღებს, რადგან მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დააზიანებს.

„სანქციებთან მიმართებაში მივიღე ინფორმაცია, რომ განხილვა იყო კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა იმედი მაქვს, საბოლოოდ აღნიშნულ კანონპროექტს არ ექნება კანონის სახე, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, მხოლოდ და მხოლოდ, აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ასეთი ტიპის ურთიერთობების დაზიანება ნამდვილად არ არის საქართველოს ინტერესში და არ უნდა იყოს წესით არც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში. ბუნებრივია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დასანქცირება არ არის კარგი, ეს ნამდვილად არ არის „მეგობრული“ ნაბიჯი. რაც არ უნდა სახელი ჰქონდეს ამ აქტს, ცალსახად არამეგობრული ნაბიჯია“, - განუცხადა ლაშა ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსს“ მილანში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს