თაზო დათუნაშვილი - შავი ღრუბელი, რომელიც იკრიბება „ქართული ოცნების“ თავზე, ფორმას იღებს და სეტყვა დაატყდებათ

შავი ღრუბელი, რომელიც იკრიბება „ქართული ოცნების“ თავზე, უკვე რეალურ ფორმას იღებს და სეტყვა, რისი ღირსებიც არიან, თავზე დაატყდებათ, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრმა თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ „მეგობარ აქტზე“ საუბრისას განაცხადა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, იმას, რომ 160 დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები რუსთაველზე იცავენ თავისუფლებას, გამოძახილი აქვს ვაშინგტონში.

„ლამის პირველყოფილი ბოლშევიკებისთვის დამახასიათებელ ტერმინებზე გადავიდნენ - ანგლოსაქსებს, მასონებს და ათას უბედურებას უწოდებენ აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს. ამ რეჟიმზე არიან გადასული, რადგან მიხვდნენ, რომ იმდენად მძიმე იყო ის შემადგენლობა, რომელმაც ხმა მისცა და როგორიც იყო კენჭისყრა და ეს დოკუმენტი გავიდა ისეთი, როგორიც გავიდა.

მთავარია ფორმა. ერთია ის, რომ ეს დოკუმენტი იქნა მიღებული და მეორე, როგორ იქნა მიღებული, ორპარტიული და სრული მხარდაჭერით. „მესიჯბოქსი" - ანგლოსაქსები და მტრები, ესეც კი ვერ გამოიყენეს დღეს „ქართული ოცნების“ წევრებმა იმიტომ, რომ მიხვდნენ მძიმე დარტყმა მიიღეს იმ შემადგენლობით, ვინც ხმა მისცა და იმ ტექსტით, რაც „მეგობარ აქტში“ წერია. გამოყარეს წვრილფეხობა, ზარქუა და ბეისბოლის ფედერაციის პრეზიდენტი ბოჟაძე და მათ ალაპარაკებენ. ბოჟაძე, რომელიც სამ სიტყვას ვერ ალაგებს, რატომ გამოიყვანეს? იმიტომ, რომ არ უნდათ მოუმზადებელ „მესიჯზე" კალაძე ალაპარაკონ, რადგან გენერალური მდივანია და სისულელეების ლაპარაკისგან დაზიანდება.

ჩვენ არ გვქონია დღეს განსაკუთრებული ზეიმი, უბრალოდ ჩვენ გვესმის, რომ ის, რაც უნდა მომხდარიყო, მოხდა. ის, რომ 160 დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები იცავენ ჩვენს თავისუფლებას და რეალურ სუვერენიტეტს, ეს არ ხდება მხოლოდ რუსთაველზე, ამას აქვს გამოძახილი ვაშინგტონში, ლონდონში და ძალიან მალე ექნება ბერლინშიც. შავი ღრუბელი, რომელიც იკრიბება „ქართული ოცნების“ თავზე, უკვე რეალურ ფორმას იღებს და ის სეტყვა თავზე დაატყდებათ, რისი ღირსებიც არიან“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო