მოსკოვში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინა დრონებით თავდასხმას ახორციელებს

მოსკოვში სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს

(როსავიაცია) პრესმდივანი, არტემ კორენიაკო ავრცელებს.

მისი თქმით, ფრენების მიღება და გაშვება დროებით შეჩერებულია მოსკოვის სამ აეროპორტში: ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვკის.

მოგვიანებით, ჟუკოვკის აეროპორტში დროებითი შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებში ჯერ კიდევ ძალაში რჩება.

მოსკოვის მიღმა, მუშაობის შეჩერება შეეხო ნიჟნი ნოვგოროდის, კალუგის, ტამბოვისა და იაროსლავლის აეროპორტებს.

ცნობისთვის, მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და მოსკოვის მერმა განცხადებები გაავრცელეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმას ახორციელებდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება