მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” 9 მაისს თბილისში დაგეგმილ მარშს შეუერთდება

9 მაისს, მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში დაგეგმილ მარშებს შეუერთდება.

როგორც მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კოტე ჭანტურიამ მაუწყებელთან განაცხადა, მარში საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან დაიძვრება და “ევროპის მოედანზე” სხვა მარშებს შეუერთდება.

“9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ლოკაციებიდან მარშები გაიმართება, რომლებიც საბოლოოდ თავს მოიყრიან “ევროპის მოედანზე”. ჩვენც, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტის წარმომადგენლებმა, გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ამ აქციას და აქედან ჩვენი მარში შეუერთდება დიდ მარშს.

საზოგადოების ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებამ. აქედან გადმომდინარე, ეს დღე ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომ გვინდა, ეს დღე იყოს ხალხმრავალი და საკადრისი შედგეს”, - განაცხადა ჭანტურიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს