ლაშა ხუციშვილი - თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებელია, 100%-ით კერძო პროექტი იყოს - არის კერძო სექტორის დაინტერესება

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი სრულიად შესაძლებელია, რომ კერძო პროექტის სახით განხორციელდეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, რომელიც მილანში ADB-ის 58-ე წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა.

ხუციშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრების დროს განიხილეს „აზიის განვითარების ბანკის” მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები, რომელთა ნაწილიც სახელმწიფო, ნაწილი კი კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.

სწორედ ამ ნაწილში საუბრისას თქვა მინისტრმა, რომ განიხილავენ კერძო სექტორის ჩართულობით თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას.

„ADB-ის 58-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება როგორც სუვერენული, ასევე კერძო დაფინანსებით. იცით რომ, „აზიის განვითარების ბანკი“ ძალიან აქტიურია კერძო სექტორის დაფინანსების კუთხითაც, სადაც გარანტორი არ არის სახელმწიფო და სექტორს აძლევს თანხებს და კერძო სექტორი იღებს გარანტიას. ასეთი პროექტები არის საქართველოში. ამის გარდა, ჩვენ მოვიაზრებთ რამდენიმე პროექტს, რომელიც შესაძლოა, კერძო დაფინანსებით განხორციელდეს და არა სუვერენული სახელმწიფო გარანტიით, მაგალითად, ისეთი როგორიცაა თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია სრულად კერძო დაფინანსებით აშენდეს. სადაც არის შესაძლებლობა, რომ პროექტები კერძო სექტორმა განავითაროს, ბუნებრივია, სახელმწიფო ამის საშუალებას აძლევს მათ, ხოლო სადაც ამის საშუალება არ არის, შემდეგ შედის სახელმწიფო - ბუნებრივია, ეს ეხება, მხოლოდ და მხოლოდ, იმ პროექტებს, რომლებიც სტრატეგიული დანიშნულების არ არის“, - აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი.

კითხვაზე, შეინიშნება თუ არა კერძო სექტორის მხრიდან პირველი სიგნალი პროექტის განხორციელებისთვის, ხუციშვილი პასუხობს, რომ ასეთი დაინტერესება არსებობს.

„აეროპორტის ნაწილში კერძო სექტორის დაინტერესება არის... გარდა ამისა, იმ ფინანსური მონაცემებით, რაც შესწავლის ეტაპზეც გამოვლინდა, „აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად მუშაობის პროცესში, გამოკვეთილია, რომ შესაძლებელია, თბილისის ახალი აეროპორტი სრულად, 100%-ით კერძო პროექტი იყოს და აქ სახელმწიფოს სუვერენული დაფინანსების მონაწილეობა აუცილებელი არ არის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ვაზიანის სიახლოვეს ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. როგორც ოფიციალური პირების განცხადებებიდან ირკვევა, ახალი აეროპორტის მგზავრთნაკადი 18 მილიონამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობის განვითარების გეგმაზე სახელმწიფო „აზიის განვითარების ბანკის“ თანადაფინანსებით მუშაობდა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია