გიორგი მელაშვილი - ნებისმიერი მცდელობა, შეამცირონ „MEGOBARI აქტის“ მნიშვნელობა, აზიანებს „ქართულ ოცნებას“, რაც მეტად გადავლენ არაღიარების რეჟიმში, უფრო იგრძნობენ ტკივილს, როდესაც რეალობა დააწვებათ

ნებისმიერი მცდელობა, რომ შეამცირონ „MEGOBARI აქტის“ დოკუმენტის მნიშვნელობა, აზიანებს თავად „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

გიორგი მელაშვილის შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოსთვის ძალიან მძიმე და ძალიან პრობლემურია.

„დოკუმენტი არის მიღებული და მიღებულია წარმომადგენლობით პალატაში. შემდეგი იქნება სენატში განხილვა, შემდეგ კი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერა. ნებისმიერი მცდელობა, რომ შეამცირონ ამ დოკუმენტის მნიშვნელობა, აზიანებს თავად „ქართულ ოცნებას“, რაც უფრო მეტად გადავლენ არაღიარების რეჟიმში მით უფრო მეტად იგრძნობენ ტკივილს, როდესაც რეალობა დააწვებათ მთელი თავისი სიმძაფრით.

დოკუმენტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, ძალიან პრობლემურია. მე პირადად ძალიან ვწუხვარ, რომ საერთოდ აქამდე მივიდა მდგომარეობა და იმის ნაცვლად, რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტაბებთან, სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული და ჩვენ ვსაუბრობთ სასანქციო ტიპის დოკუმენტზე“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

გიორგი მელაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ თავი მოგვაჩვენოს, რომ არის მონოლითი, მაგრამ სინამდვილეში „მყიფე კოლოსია“.

“ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მოგვაჩვენოს თავი, რომ არის მონოლითი, რკინა-ბეტონის, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მყიფე კოლოსია. მათთვის ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ ყოფილიყო აბსოლუტურად კეთილგანწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ, შეეცვალა აშშ-ის პოლიტიკა, მაგრამ ეს არ მომხდარა, მოხდა პირიქით“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო