თეთრ სახლში მარკ კარნიმ განაცხადა, რომ „კანადა არ იყიდება და არასდროს გაიყიდება“, რაზეც დონალდ ტრამპმა უპასუხა: „არასდროს თქვა არასდროს“

კანადა არ იყიდება და არასდროს გაიყიდება. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს განაცხადა.

კერძოდ, ტრამპი კანადის მოქალაქეებისთვის აშშ-ის ნაწილად გახდომის შემთხვევაში სარგებელზე საუბრობდა.

“ორია საჭირო ტანგოსთვის, ხომ ასეა? მჯერა, რომ კანადის მოქალაქეებისთვის გადასახადების დიდი შემცირება იქნება. გექნებათ უფასო სამხედრო, უზარმაზარი სამედიცინო მომსახურება, სხვა რაღაცები. ბევრი სარგებელი იქნება”, - განაცხადა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ გულით უძრავი ქონების დეველოპერია და ორ ქვეყანას გაერთიანებულად ხედავს: “ვთქვი, რომ წესით, ასე უნდა იყოს”.

ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ “ამაზე არ ვისაუბრებთ, თუ ვინმეს არ ენდომება ამაზე საუბარი”.

კარნიმ ტრამპს უპასუხა: “როგორც უძრავი ქონებიდან იცით, არის ზოგიერთი ადგილი, რომლებიც არასდროს არ იყიდება...ბოლო თვეებში [საარჩევნო] კამპანიის დროს კანადის მფლობელებს შევხვდი და ის არ იყიდება. არასდროს გაიყიდება”.

კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტრამპმა საერთაშორისო უსაფრთხოება და ნატო “ააღორძინა”, და კანადა “სრულ წონას” გაიღებს მთავრობათაშორის ტრანსნაციონალურ სამხედრო ალიანსში.

ტრამპი დაეთანხმა კარნის, რომ კანადა თავის სამხედრო მონაწილეობას ზრდის, მაგრამ მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა კანადის აშშ-ის შტატად გახდომის შესაძლებლობას და განაცხადა: “არასდროს თქვა არასდროს”.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა