ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში ჩადის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი დღეს ინდოეთში ჩავა, - ინფორმაციას BBC-ი ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, აბას არაღჩი პრეზიდენტ დრუპადი მურმუს და საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდება.

ირანმა, ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, მხარეებს შუამავლობა შესთავაზა.

შეგახსენებთ, ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. დელი აცხადებს, რომ ცხრა ობიექტს დაარტყა. პაკისტანმა დაადასტურა, რომ ინდოეთმა სამი ლოკაცია დაბომბა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ იშაკ დარმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 35 დაშავდა. ამასთან, ინდოეთის არმიის ინფორმაციით, პაკისტანის ჯარების მიერ ქაშმირში განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად სამი ინდოელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს