ჩინეთის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ ინდოეთსა და პაკისტანს, იმოქმედონ მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და გამოიჩინონ თავშეკავება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდოეთსა და პაკისტანს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და მშვიდობა და სტაბილურობა პირველ ადგილზე დააყენონ.

„ჩინეთი ინდოეთის მიერ დღეს დილით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას სამწუხაროდ მიიჩნევს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ არსებული სიტუაციით. ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთის მეზობლები არიან და ყოველთვის იქნებიან. ისინი ორივე ჩინეთის მეზობლებიც არიან. ჩინეთი ეწინააღმდეგება ტერორიზმის ყველა ფორმას. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, იმოქმედონ მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია“, - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. თავდასხმა იყო ინდოეთის პასუხი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დელი აცხადებს, რომ ოპერაცია "სინდორის" ფარგლებში ცხრა ობიექტს დაარტყა. პაკისტანმა დაადასტურა, რომ ინდოეთმა სამი ლოკაცია დაბომბა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ იშაკ დარმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 35 დაშავდა. ამასთან, ინდოეთის არმიის ინფორმაციით, პაკისტანის ჯარების მიერ ქაშმირში განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად სამი ინდოელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთის კუთვნილი 5 მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს