რუსეთი ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთი ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ პაჰალგამში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირების ესკალაციით. რუსეთი მკაცრად გმობს ტერორისტულ აქტებს და მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება, რათა რეგიონში სიტუაციის შემდგომი გაუარესება თავიდან აიცილონ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოხდება.

„ვიმედოვნებთ, რომ ნიუ-დელისა და ისლამაბადს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი, პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოგვარდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს