იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა მომხმარებელს „ლიბერთი ბანკის“ ყველა ციფრულ პლატფორმაზე შეუძლია

იმედი L მომხმარებელს სამოგზაურო დაზღვევას განახლებული პირობებით სთავაზობს. სერვისების გაუმჯობესებასთან ერთად, გამარტივებულია პოლისის შეძენის პროცესიც. მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და ხელმისაწვდომობის გამარტივება იმედი L-ის მთავარი ამოცანაა.

სწორედ ამიტომ, მისი შეძენა მრავალი სხვადასხვა არხიდანაა შესაძლებელი. მათ შორის, პოლისის შეძენა მომხმარებელს ლიბერთი ბანკის ყველა ციფრული არხიდან შეუძლია.

იმედი L-ის და ლიბერთი ბანკის პარტნიორობა უკვე ერთი წელია გრძელდება. ამ პერიოდში სამოგზაურო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა ეტაპობრივად ინერგებოდა სხვადასხვა არხში. ახლა უკვე, აღნიშნული მომსახურება ყველაზე მოსახერხებელია, რადგან პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკში, ასევე ონლაინ გადახდების პლატფორმაზე - pay.ge.

იმედი L-ის სამოგზაურო პოლისით სარგებლობისას, დაზღვეულს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ისარგებლოს დამატებითი სერვისით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დახმარებისთვის, ქართულენოვან ოჯახის ექიმს მიმართოს დისტანციურად. აღნიშნული სერვისის საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ სამედიცინო რჩევისა და მხარდაჭერის მიღებას, ასევე მარტივ კოორდინაციას, შემდგომი სამედიცინო დახმარებისთვის.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს