ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლის განხორციელება რუსეთის მიმართ თანამედროვე ფორმის დაშოშმინების პოლიტიკაა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლის განხორციელება, რომ რუსეთს ტერიტორიის ნაწილი დაუთმოს, დაშოშმინების პოლიტიკის თანამედროვე ფორმაა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია და ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ის შეჩერდება, თუ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რაიმე ტერიტორიას დათმობენ, უბრალოდ სულელია.

„უბრალოდ არ მესმის, როგორ ფიქრობენ ადამიანები, რომ თუ დიქტატორს, ბანდიტს მისცემ საშუალებას გადაწყვიტოს, რომ იმ მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიტაცოს, რომელიც მისი არ არის, ეს მას დააკმაყოფილებს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან გამოთქვა შეშფოთება, რომ „ევროპა დაკარგავს ნდობას ამერიკის სარწმუნოობასა და ლიდერობის მიმართ“.

„ლიდერები ფიქრობენ, რა ვქნა ახლა? შემიძლია თუ არა შეერთებულ შტატებს დავეყრდნო?“- აღნიშნა ბაიდენმა.

კითხვაზე, გაუწია თუ არა მისმა ადმინისტრაციამ საკმარისი დახმარება უკრაინას იმისთვის, რომ ომი მოეგო და არა მხოლოდ წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის, ბაიდენმა უპასუხა:

„ჩვენ მივეცით მათ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მზად ვიყავით, უფრო აგრესიულად გვეპასუხა, თუ პუტინი კვლავ გადადგამდა ნაბიჯს“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს