რუსებმა უკრაინას 4 ბალისტიკური რაკეტითა და 142 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 4 ბალისტიკური რაკეტითა და 142 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„კიევს ორჯერ დაარტყეს - ჯერ ბალისტიკური რაკეტებით, შემდეგ კი დრონებით. ბოლო ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ათობით დრონი ჯერ კიდევ ცაშია. ასევე, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ჟიტომირის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზეც არაერთი დარტყმა განხორციელდა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მისი თქმით, „დიპლომატიისთვის ნიადაგის მომზადება მხოლოდ რუსეთზე ზეწოლის გაზრდასა და სანქციების გამკაცრებას შეუძლია“.

„ნებისმიერი ზომა, რომელიც აგრესორს ომის წარმოებისთვის რესურსებზე წვდომას შეუზღუდავს, ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად უნდა განხორციელდეს. რუსეთს საკუთარი ქმედებების გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს