ირაკლი ფავლენიშვილი - გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინ არიან იმ დესტრუქციული ქმედებების ორგანიზატორები, რომელთა მიზანია ქართული სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის ლიკვიდაცია

გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ ვინ არიან იმ დესტრუქციული ქმედებების ორგანიზატორები, რომელთა მიზანი არის საქართველოში ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული დემოკრატიის ლიკვიდაცია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ის კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიის გამოქვეყნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები შავი ასოებით ჩაიწერებიან, მათ შორის საქართველოს ისტორიაში.

„ამ გეგმის ორგანიზატორები და მთავარი შემსრულებლები არიან ის ადამიანები, ბიზნესის, პოლიტიკური, სასამართლო წრის წარმომადგენლები, რომლებიც სანქცირებულთა სიაში ვიხილეთ. სამწუხაროდ, ეს ადამიანები შავი ასოებით ჩაიწერებიან, მათ შორის საქართველოს ისტორიაში იმიტომ, რომ ქართული დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო გალაშქრება. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ გადაუხვიეს ჩვენი ეროვნული კურსიდან, არამედ საფრთხე შეუქმნეს ევროატლანტიკურ სივრცეს. ამ სანქციების კუთხითაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ჩვენ ვართ ევროატლანტიკური სივრცის, დასავლეთის ნაწილი და საქართველოში უსაფრთხოების პრობლემა არის არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების მიერ აღიქმება, როგორც ევროატლანტიკური სივრცის გამოწვევა და პრობლემა“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ჯო უილსონმა “MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სია გაავრცელა. ინფორმაცია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და “MEGOBARI აქტის” ავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე გაასაჯაროვა. “MEGOBARI აქტი მიღებულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური ხროვა გაფრთხილებულ უნდა იქნას! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ან შედეგების წინაშე დადექით”, - წერს უილსონი. ის ასევე აქვეყნებს “საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებაში ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობთა სიას”, რომლებიც “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სამსახურში დაყენებაში ეხმარებიან”.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია