რომის პაპის არჩევის პროცესი დღეს იწყება

რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ ახალი პაპის არჩევის პროცესის დასაწყებად ვატიკანში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 133 კარდინალი შეიკრიბა.

კარდინალები წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წმინდა წირვას დაესწრებიან, რის შემდეგაც ხმის მიცემის პროცედურისთვის სიქსტის კაპელამდე მსვლელობას მოაწყობენ.

არჩევნები სიქსტის კაპელაში მკაცრად გასაიდუმლოებულად ტარდება. ხმის მიცემის პერიოდში კარდინალები გარე სამყაროსგან მოწყვეტილები არიან - არ აქვთ ტელეფონები, ინტერნეტსა და გაზეთებზე წვდომა. ისინი იძინებენ და მიირთმევენ ვატიკანის კომპლექსში მდებარე ხუთსართულიან სასტუმრკასა სანტა მარტაში“. თითოეული კარდინალი ხმას აძლევს იმ კანდიდატს, რომელიც სურს, პაპი გახდეს. მათ ხმის მიცემა საკუთარი თავისთვისაც შეუძლიათ.

133-ვე კარდინალი დადებს როგორც კოლექტიურ, ასევე ინდივიდუალურ ფიცს, რითაც პირობას დადებენ, რომ პაპის არჩევნების საიდუმლოებას სამუდამოდ დაიცავენ.

ამის შემდეგ სამლოცველოს კარი გარეშე პირებისთვის დაიხურება და კარდინალებს ხმის მიცემის საშუალება მიეცემათ. დაიწყება მოლოდინის რეჟიმი: თუ სამლოცველოს საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვა, ეს ნიშნავს, რომ ახალი პაპი არჩეულია და ის საზოგადოების წინაშე საჯაროდ წარდგება წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან. თუ კვამლი შავი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ხმების ორი მესამედი ვერც ერთმა კარდინალმა ვერ მოიპოვა და ხმის მიცემის პროცესი ხვალ განახლდება.

მედიის ინფორმაციით, ახალი პაპი, შესაძლოა, დღესვე აირჩიონ, ან არჩევის პროცესს დღეები ან კვირებიც კი დასჭირდეს.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს