პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს საპასუხო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა

პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს საპასუხო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა, - ამის შესახებ განცხადებას პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

„გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, პაკისტანი იტოვებს უფლებას, თავდაცვის მიზნით, მის მიერ არჩეულ დროს, ადგილსა და ფორმით უდანაშაულო პაკისტანელების დაღუპვისა და ქვეყნის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევის გამო შური იძიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის ოფისის განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, სადაც „ინდოეთის მიერ ჩადენილი არაპროვოცირებული, ლაჩრული და უკანონო ომის აქტის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილეს“.

„2025 წლის 6/7 მაისის ღამეს, ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანის სუვერენულ ტერიტორიაზე კოორდინირებული დარტყმები განახორციელეს. ამ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმების სამიზნე, წარმოსახვითი ტერორისტული ბანაკების არსებობის ცრუ საბაბით, სამოქალაქო ადგილები იყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს