ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორი - თუკი რეგიონში ვითარება დასტაბილურდება, ის ფაქტორები, რომელმაც ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია, შესაძლოა, მომავალში შესუსტდეს

თუკი რეგიონში ვითარება დასტაბილურდება, ის ფაქტორები, რომლებმაც ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია, შესაძლოა, მომავალში შესუსტდეს“, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა იუჯინ ჟუკოვმა მილანში მედიასთან მიმდინარე შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ბოლო წლებში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველომ, ისევე როგორც სომხეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა ეკონომიკური სარგებელი ნახეს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ვითარების დასტაბილურების შემთხვევაში შესაძლოა, დადებითი ეფექტი შემცირდეს, მთავრობები ყურადღებით უნდა იყვნენ.

„საქართველოში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. საშუალოდ თითქმის 9% შეადგინა, ხოლო გასულ წელს 9.4% დაფიქსირდა, რაც თითქმის ორნიშნა ზრდაა. როდესაც გეოპოლიტიკური დაძაბულობები დაიწყო, არ ვიცოდით, ზუსტად რა მოხდებოდა ეკონომიკური კუთხით. ველოდით, რომ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკები შემცირდებოდა, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, რომელთა დეტალებშიც ამჯერად არ შევალ, პირიქით მოხდა. რეგიონის ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სომხეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთის რესპუბლიკამ და უზბეკეთმა, გარკვეული გზით, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით ისარგებლეს და მათი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგად წარიმართა“, - ამბობს იუჯინ ჟუკოვი.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკური ზრდა მდგრადია. ADB მიმდინარე წელს 6%-იან ზრდას ელოდება, თუმცა, მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არ გამორიცხავს პროგნოზის გაზრდას.

„ვფიქრობ, ბოლო მონაცემებმა აჩვენა, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ მდგრადია ეკონომიკური ზრდა. ვხედავთ საქართველოს ეკონომიკის სწრაფ ზრდას წარმოების სექტორებში, ასევე, ძლიერი დინამიკაა ტურიზმის სექტორშიც. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ფაქტორები, რომლებმაც ბოლო წლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია, შესაძლოა, მომავალში შესუსტდეს, თუკი რეგიონში ვითარება დასტაბილურდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მთავრობებმა ამას ყურადღება უნდა მიაქციონ.

რაც შეეხება წლევანდელ პროგნოზს, ჩვენ დაახლოებით 6%-იან ზრდას ველოდებით საქართველოში. მაგრამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წლის დასაწყისში ზრდა კვლავაც თითქმის 9%-ს აღწევს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლოა მოგვიწიოს საქართველოსთვის ჩვენი პროგნოზის გადახედვა და გაზრდა“, - განაცხადა იუჯინ ჟუკოვმა.

შეგახსენებთ, რომ 58-ე ყოველწლიური შეხვედრები მილანში 4-7 მაისის პერიოდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა - „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის შენება”.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია