კახა კოჟორიძე - მოიხსნას ისეთი მოწმეები, რომლებიც არ არიან კონკრეტული ინფორმაციის მომწოდებლები - ჩვენ გვაინტერესებს ამ ადამიანებმა ჩაიდინეს თუ არა დანაშაული, ისინი კი არ გვაწვდიან კონკრეტულ ინფორმაციას

მოიხსნას ისეთი მოწმეები, რომლებიც არ არიან კონკრეტული ინფორმაციის მომწოდებლები ამ ბრალდებულებთან მიმართებით. ჩვენ გვაინტერესებს ამ ადამიანებმა ჩაიდინეს თუ არა დანაშაული, ისინი კი არ გვაწვდიან კონკრეტულ ინფორმაციას, - აღნიშნული განცხადება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის, ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ სხდომაზე გააკეთა.

დღევანდელი პროცესი პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება, მათ შორის მოწმის სახით დაიკითხა პოლიციელი გივი წიქორიძე. სწორედ წიქორიძის დაკითხვის შემდეგ გააკეთა აღნიშნული განცხადება კახა კოჟორიძემ.

„პირველივე მოწმის დაკითხვამ აჩვენა ის მოცემულობა, რასაც დაცვის მხარე ვარაუდობდა - მოწმე კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის ჩადენაზე ინფორმაციას ვერ გვაწვდის. კითხვა არის შემდეგი- ბრალდებულებმა ჩაიდინეს, თუ არა დანაშაული და მოწმეთა უმრავლესობამ კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებაში ვერ უპასუხა.

განცხადება ეხება შემდეგს - მოიხსნას ისეთი მოწმეები, რომლებიც არ არიან კონკრეტული ინფორმაციის მომწოდებლები ამ ბრალდებულებთან მიმართებით. ჩვენ გვაინტერესებს ამ ადამიანებმა ჩაიდინეს თუ არა დანაშაული. ისინი არ გვაწვდიან კონკრეტულ ინფორმაციას”. განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ამ ეტაპზე, კი სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთი მოწმე გელა გულორდავა იკითხება.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება