მამუკა მდინარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, როცა შეგვიძლია ამაყად ვთქვათ: დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება

დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამავდროულად, ჩვენ პირველები ვართ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ტემპითაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე განაცხადა.

მან ასევე, ყრილობის მონაწილეებს პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გააცნო და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარუდგინა.

„ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხთან ერთად, მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ: დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამავდროულად, ჩვენ პირველები ვართ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ტემპითაც.

კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ერთ ოჯახად შეკრულ გუნდს, ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს საკუთარი სამშობლოსა და მისი განვითარებისთვის ბრძოლის ამ პრინციპულ გზაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე აირჩია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს