აქციების პერიოდში დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი პოლიციელს - სახლში რომ მოხვედით ჩემთან, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ გაგიკეთებიათ?

სახლში რომ მოხვედით, ერთი ნახევარი საათი გეხვეწებოდით საპირფარეშოში შესვლას, კბილების გახეხვაზეც გეხვეწებოდით - იყო თუ არა ასე?! - ასე მიმართა აქციების პერიოდში დაკავებულმა, ირაკლი მიმინოშვილმა პოლიციელს, გელა გულორდავას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას.

მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ მის დაკავებაში სწორედ გელა გულორდავა მონაწილეობდა და მიმართა კითხვით, მასთან სახლში მისვლისას „ხომ არ გაუკეთებია რაიმე კანონსაწინააღმდეგო“.

მიმინოშვილმა სხდომაზე ასევე თქვა, რომ დაკავების მომენტში ერთ-ერთი პოლიციელი მას ნეკნებში აწვებოდა.

„სახლში რომ მოხვედით ჩემთან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ გაგიკეთებიათ? სახლში რომ მოხვედით, ერთი ნახევარი საათი გეხვეწებოდით საპირფარეშოში შესვლას. იყო თუ არა ასე?! კბილების გახეხვაზეც გეხვეწებოდით. თქვენ რომ შემოხვედით პირველი, რაც მოხდა, ჩემი და იღებდა ვიდეოს. რომელიღაცა თქვენგანი მივარდა ჩემს დასთან, ეუბნებოდა ნუ იღებო და ლამის გადააგდებინა. მე ვყვიროდი ჩემს დას ხელი არ დააკაროთ-მეთქი და ვიღაც, თქვენი თანამშრომელი ნეკნებში მაწვებოდა, იყო თუ არა ასე? თქვენც იყავით სახლში და ხომ არ დაგინახავთ?“ - მიმართა მიმინოშვილმა პოლიციელს, რომელმაც პასუხად თქვა: „არა“.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების პერიოდში დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს