ირაკლი კობახიძე - უნდათ, 26 მაისს საზოგადოება ორად გაიხლიჩოს - „დიფ სთეითს“ ამის საშუალებას არ მივცემთ და ყველას, ვინც შეიძლება სხვა დაკვეთით მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ

უნდათ, 26 მაისი იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად გაიხლიჩოს 26 მაისს - ჩვენ, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითს“ ამის საშუალებას არ მივცემთ და ყველას, ვინც შეიძლება სხვა დაკვეთით მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის 26 მაისის, ხელისუფლებისგან განსხვავებულად აღნიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, 26 მაისის სხვა ფორმატში აღნიშვნის ინიციატორებს სურთ საზოგადოება ყველაფერში გახლიჩონ.

„ესეც არის „დიფ სთეითის“ დაკვეთა. ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. თქვენ გახსოვთ თარიღებთან დაკავშირებით როგორი ხელოვნური დისკუსია გამართეს. თვითონ აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღს და შემდეგ უცებ გადაერთნენ 7 აგვისტოზე. შობა უნდა აღინიშნოს არა 7 იანვარს, არამედ 25 დეკემბერსო და ა.შ. ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. ეს არის „დიფ სთეითის“ დამოკიდებულება. არაფერი უნდა აერთიანებდეს საზოგადოებას, თარიღებიც კი, დღესასწაულებიც კი, სხვა ტიპის თარიღებიც კი. ეს არის მათი დამოკიდებულება. აქაც 26 მაისი უნდა იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად უნდა გაიხლიჩოს 26 მაისს. ჩვენ, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითს“ ამის საშუალებას არ მივცემთ და ყველას ვინც შეიძლება სხვა დაკვეთით მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ!“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა