მამუკა მდინარაძე - იმდენად ნაჭორავები აქტია, რომ ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს - თუ „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშანწყალი ოდნავ მაინც გაჩნდა, ამ ე.წ. „მეგობრულ აქტს“, სინამდვილეში „მტრულ აქტს“, გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს

იმდენად ნაჭორავები აქტია, რომ ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს - თუ „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშანწყალი ოდნავ მაინც გაჩნდა, ამ ე.წ. „მეგობრულ აქტს“, სინამდვილეში „მტრულ აქტს“, გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლებისთვის ლაკმუსის ტესტია.

„ქართული ე.წ. ოპოზიციის, სინამდვილეში, აგენტურის საქმე იცით როგორ არის ამ ე.წ. “MEGOBARI აქტთან”, სინამდვილეში “მტრულ აქტთან” დაკავშირებით?! - წყალწაღებული ხავსს ეჭიდება. თუ ვინმეს განმარტება სჭირდება, ხავსია ეს აქტი, სინამდვილეში მტრული, წყალწაღებულები არიან აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჯერ ერთი რამდენი თვეა წინ, როგორ უნდა მიიღონ, რა უნდა მიიღონ. ერთგვარი ლაკმუსის ტესტია, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლებისათვის. შალვა თადუმაძე ჩაწერილია მოსამართლეების სიაში, ანუ, იმდენად ჭორაობის დონეზე შედგენილი დოკუმენტია... ჯერ ხომ გამოშიგნეს და რაღაცები ვერ ჩაწერეს, ამის შემდეგ იმდენად არაზუსტია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოსამართლეების სიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩაწერეს. იმდენად ნაჭორავები აქტია, რომ ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს. აქედან გამომდინარე, უკიდურესად არასერიოზულია ამაზე საუბარი. ლაკმუსის ტესტია ერთგვარი, იმიტომ რომ ოლიგარქიული მმართველობის, არაფორმალური გავლენების, „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე თუ რეალურად არის საუბარი, ეს აქტი ბუნებრივად ვერ აისახება რეალურ ცხოვრებაში, არ მოაწერენ ხელს, აღარ მიიღებს სენატი და ა.შ. თუ ოლიგარქიული გავლენების, „დიფ სთეითის“, „გლობალური ომის პარტიის“ დამარცხების ნიშანწყალი ოდნავ მაინც გაჩნდა, ამ ე.წ. „მეგობრულ აქვს“, სინამდვილეში „მტრულ აქტს“, გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს. ეს არის სუფთა ტესტი, მათ შორის, აშშ-ის ხელისუფლებისათვის,“ - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს