ირაკლი პაპიაშვილი - თუ ვინმეს „სპორტული მუღამი” აქვს, ციხეში წავიდე, წავალ, ქვეყანაზე მარადიული არაფერია და დავბრუნდები - ცალსახაა, რომ უდანაშაულო ვარ

ჟარგონზე, რომ ვთქვათ, თუ ვინმეს “სპორტული მუღამი” აქვს, რომ ციხეში წავიდე, წავალ ციხეში. ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერია და დავბრუნდები - ცალსახაა, რომ ვარ უდანაშაულო, არანაირი ბრალი არ მიმიძღვის და არანაირი თანხა არ მიმითვისებია , - ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ირაკლი პაპიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნული შესახებ ირაკლი პაპიაშვილმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე განაცხადა, რომელსაც სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მითვისების საქმეზე 8 წლით, ხოლო გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“ჩემი ამ კომპანიაში მოხვედრა დაიწყო სტაჟირებით, მანამდე ვმუშაობდი „TBC ბანკში”. მანამდე, წარმოდგენა არ მქონდა, რომ აქ აღმოვჩნდებოდი. ბოლო წელიწად-ნახევარია, რა კოშმარშიც ვცხოვრობ.

მე ხელი არაფერზე მომიწერია, არც ვინმეს შეხვედრაზე რაიმეს დავპირებივარ, ან იახტის დეტალებზე მისაუბრია, ამას ადასტურებს ჩვენებები, რომელიც ამ დარბაზში მოვისმინეთ. სულ ვესწრებოდი სასამართლო სხდომებს, რადგან მაინტერესებდა, რატომ მოვხვდი აქ, პასუხი ვერ მოვისმინე ამ დარბაზში. ფაქტობრივად, ასე გამოდიოდა, რომ პროკურატურის მიერ მოყვანილი მოწმეები ჩემს სასიკეთოდ საუბრობდნენ”, - განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბორკილები სხდომათა დარბაზში დაადეს და დააკავეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის