გიორგი ბარამიძე - მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა, მოსალოდნელიც იყო - მოღალატეთა ბანდა დამარცხდება ქართველ ხალხთან და დავინახავთ, როგორ აგებენ პასუხს

მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა, მოსალოდნელიც იყო - ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს ადამიანების­ წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბარამიძის თქმით, “ქართული ოცნების” წევრები დამარცხდებიან და ყველაფრისთვის აგებენ პასუხს.

“ამავდროულად, ისიც ჩანს, რომ ხავსს ეკიდებიან, თითქოს აშშ-ში კვლავ კობახიძის და ივანიშვილის ჭკუაზე გაივლის ვინმე და “მეგობარი აქტი” არ იქნება მიღებული და ხელმოწერილი ტრამპის მიერ. როგორც მიიღო კონგრესის ქვედა პალატამ “მეგობარი აქტი”, ისე მიიღებს სენატიც ამ აქტს და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს. მას შემდეგ, რაც ეს მოღალატეთა ბანდა დამარცხდება ქართველ ხალხთან, ყველა კარგად დავინახავთ თუ როგორ აგებენ პასუხს იმ ყველაფრის გამო, რასაც სჩადიან ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს