საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, თემატური კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მიზანია ხელი შეეწყოს აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივ შესაძლებლობას იძლევა მჭიდრო კავშირების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ვაკანსიების, სტაჟირებისა თუ პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკებისა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, პრაქტიკაში გაეცნონ სექტორის რეგულირების პრინციპებს და მიიღონ მეტი გამოცდილება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ფლაგმანი უმაღლესი სკოლის მისიაზე ენერგეტიკისა და მისი მომიჯნავე საინჟინრო დარგებისთვის ახალგაზრდა კადრების მომზადებისა და მათი პროფესიონალებად ფორმირების, ასევე, სექტორში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მხრივ.

„ვიმედოვნებთ, სემეკის ბაზაზე მოქმედ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, პარტნიორობა კი გააძლიერებს აკადემიურ საზოგადოებასა და ინდუსტრიას შორის კავშირს, შექმნის ახალ პლატფორმებს ერთობლივი კვლევისა და ინოვაციისთვის, ხოლო ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება და სამომავლოდ, შეძლონ კარიერული განვითარება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და პროგრესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება