„გალერია თბილისი“ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - შესაბამისი უწყებები ჩავაყენეთ საქმის კურსში - ამ ეტაპზე ველოდებით შესაბამის მითითებებს, სხვა დამატებითი ზომები არ განხორციელებულა

სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" აცხადებენ, რომ ბომბის საფრთხეზე აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები უკვე ჩააყენეს საქმის კურსში.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში სავაჭრო ცეტნრში აღნიშნეს, ამ დროისთვის ელოდებიან შესაბამის მითითებებს.

„ჩვენთან არანაირი ტიპის ზარი და მეილი არ განხორციელებულა. ჩვენც ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდიდან გავიგეთ და შესაბამისი უწყებები ჩავაყენეთ საქმის კურსში.

ამ ეტაპზე ველოდებით მათგან შესაბამის მითითებებს. სხვა დამატებითი ზომები არ განხორციელებულა",-აცხადებენ "გალერია თბილისში".

ინფორმაციისთვის, აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. დასახელებულია სავაჭრო ცენტრები - “ისთ ფოინთი", "გალერია თბილისი" და "თბილისი მოლი".

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება