„ისთ ფოინთის“ წარმომადგენელი - ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა - ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს შესაბამის ორგანოებთან

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, სადაც შესაძლო აფეთქებების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ, დიდი სავაჭრო ცენტრები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს” სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინში” განუცხადეს, შენობიდან ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა.

„ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა, თუმცა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ შესაბამის ორგანოებთან და ცდილობენ, ყველაფერი მაქსიმალურად მოკლე დროში გაირკვეს.

მათი საქმიანობის სპეციფიკაზე და მიმდინარე სამუშაოების დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ჯერჯერობით ევაკუაციის საჭიროება არ არის“, - განაცხადა „ისთ ფოინთის“ წარმომადგენელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება